„ალფა–ბანკი“, შესაძლოა, საქართველოში შემოვიდეს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკში"ალფა–ბანკის" ოფისი მოსკოვში
ალფა–ბანკის ოფისი მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული მასმედიის ინფორმაციით, „ალფა–ბანკი“ საქართველოში აზერბაიჯანული „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს“ შვილობილი სტრუქტურის აქტივების შესყიდვას გეგმავს.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. რუსული საბანკო გიგანტი „ალფა–ბანკი“ საქართველოს ბაზარზე შემოდის, იუწყება ქართული საინფორმაციო სააგენტო Commersant.ge.

სააგენტოს ინფორმაციით, „ალფა–ბანკი“ „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს“ აქტივების ყიდვას აპირებს, რომელსაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქმიანობის ლიცენზია გაუუქმა. „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო“ ამჟამად ლიკვიდაციის რეჟიმზეა გადასული და მის საქმიანობას აუდიტის სამსახური სწავლობს. საკრედიტო ორგანიზაცია აზერბაიჯანული „კავკასიის განვითარების ბანკის“ შვილობილი სტრუქტურაა.

სააგენტო „ალფა–ბანკის“ საქართველოში საქმიანობის დაწყების ზუსტ თარიღს არ ასახელებს.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
"კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

ამასთან, რუსულ ბანკში ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

„ალფა–ბანკი“, რომლის სათავო ოფისი მოსკოვშია, 1990 წელს დაარსდა და ერთობლივი კაპიტალის, საკრედიტო პორტფელისა და კლიენტების სახსრების ოდენობით უმსხვილეს რუსულ კერძო ბანკს წარმოადგენს.

2015 წლის ბოლოს მდგომარეობით, ბანკის კლიენტების ბაზა შეადგენდა დაახლოებით 255 000 კორპორატიული კლიენტსა და 13,6 მლნ ფიზიკურ პირს.

საქართველოში კიდევ ოპერირებს რუსული ბანკი – 2005 წელს რუსულმა „ვნეშტორგბანკმა“ სს „საქართველოს გაერთიანებული ნამკის“ აქციების საკონტროლო პაკეტი შეისყიდა. დღეს ეს ბანკი „ვითიბი ბანკის“ სახელითაა ცნობილი. 


ყველა ახალი ამბავი
0