თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა, — იტყობინებ საქართველოს ეროვნული ბანკი.
2016 წლის 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს "კავკასიის განვითარების ბანკი — საქართველო" — ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე.
ეროვნული ბანკის შეფასებით, კრედიტორთა, მათ შორის, პირველ რიგში დეპოზიტართა მოთხოვნების დაკმაყოფილება სრულად განხორციელდება.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებმა უნდა წარმოადგინონ ბანკის ლიკვდატორთან ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.