თბილისში პარასპორტის ფესტივალი „სპორტი ბარიერების გარეშე“ გაიმართა

გამოწერა
ფესტივალი მიზნად ისახავს შშმ პირთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას, თვითრეალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პარასპორტის ფესტივალი „სპორტი ბარიერების გარეშე“ გაიმართა.

როგორც ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აღნიშნავს, ფესტივალი მიზნად ისახავს შშმ პირთა სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას, თვითრეალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. 

საქართველოს შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
შსს უნარშეზღუდული პირებისთვის მართვის მოწმობის აღების ინოვაციურ სერვისს ნერგავს

პარასპორტის 9 სახეობაში 150 შშმ პირი შეეჯიბრა ერთმანეთს. გამარჯვებულები მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა დააჯილდოეს.

ფესტივალის ორგანიზატორები, სპორტის სამინისტროს გარდა, არიან: თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი".

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 1992 წელს დაწესდა.


ყველა ახალი ამბავი
0