საქართველოში უფროსკლასელებს ფინანსების მართვას ასწავლიან

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ დოლარის სხვადასხვა კუპიურა
აშშ დოლარის სხვადასხვა კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფინანსური განათლების ადრეულ ასაკში მიღებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ათასამდე უფროსკლასელი ფინანსურ და სამეწარმეო განათლებას მიიღებს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის „ფეისბუქის“ გვერდზე.

პროექტის „მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ” ფარგლებში უფროსკლასელები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოისმენენ ლექციას თემაზე „ფული, ფინანსები და მათი გავლენა ეკონომიკაზე“.  

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ფასების მატებას გამოიწვევს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა დაიწყეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი „მიიღე მეტი ცოდნა ფინანსების მართვის შესახებ“, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება.

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა, უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბათიაშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარასკევს მოაწერეს.

„ფინანსური განათლების შედეგად მომხმარებლები იღებენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის, ფულის სესხებასთან, დაზოგვასთან და სხვა საკვანძო საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით“, — განაცხადა გვენეტაძემ. 

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
იპოთეკური სესხების ლარში გადაყვანა 2017 წლის მარტამდე გაგრძელდება

სასურველია, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდან დაიწყოს, დასძინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

მანამდე მოსახლეობის არასაკმარისი ფინანსური განათლების თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი სიტყვებით, საქართველოს მოსახლეობა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო სწორედ ფინანსური განათლების არქონის გამო დაზარალდა — მათ კრედიტები აშშ დოლარიდან ლარში არ გადაიყვანეს.  

© photo: Sputnikქართული სახელმძღვანელოები
ქართული სახელმძღვანელოები - Sputnik საქართველო
ქართული სახელმძღვანელოები

 

ყველა ახალი ამბავი
0