საქართველოში ფასიანი საავტომობილო გზები გაჩნდება

გამოწერა
საქართველოს მთავრობა გეგმავს, რომ საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილი ფასიანი გახდეს, რაც გზების მოვლასა და მათზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაეხმარება.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილი, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, ფასიანი გახდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით ხუციშვილმა ტელეარხ „TV პირველის“ ეთერში.

ფასიანი გზები „უსაფრთხო გზების კონცეფციის“ ნაწილი გახდება, რომლის დამტკიცებასაც საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში აპირებს.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ფასების მატებას გამოიწვევს

„ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, დაეხმარება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლის დაფინანსებას და, მეორე მხრივ, გაჩნდება შემოსავლის წყარო საგზაო უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის გაზრდისთვის. საუბარია ფასიან გზებზე“, — განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილეს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი გზები გახდება ფასიანი ავტომობილების მოძრაობისთვის.

„გვექნება ფასიანი და ალტერნატიული — უფასო გზები“, — აღნიშნა ხუციშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში 202 ადგილობრივი მნიშვნელობისა და 13 საერთაშორისო მნიშვნელობის გზაა.

ყველა ახალი ამბავი
0