მოგერინიმ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღი ვერ დაასახელა

გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი
გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაარწმუნა იმაში, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებით.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი მალე დასრულდება.

შესაბამისი განცხადება მოგერინიმ ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა პროცესის დასრულება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ხელშია… როდესაც საუბარი საქართველოს ეხება, ჩვენ საქმე პოლიტიკურ ნებასთნ არ გვაქვს, ეს ეხება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურის დასრულებას ევროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე მოხდება", — განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ. 

გიორგი კვირიკაშვილი და ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ფედერიკა მოგერინისთან მოლაპარაკებები გამართა

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება მნიშვნელოვანია არა მარტო თქვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირისთვის, აღნიშნა მოგერინიმ.

„ჩვენ (ევროკავშირის ხელმძღვანელობა) და საქართველოს პრემიერი ერთ მხარეზე ვართ. ჩვენ ქვეყნის პრემიერთან და სხვა კოლეგებთან ერთად ძალზე აქტიურად ვიმუშავეთ, რათა ამ ეტაპამდე მივსულიყავით. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ამ პროცესზე ნეგატიურ გავლენას ვერაფერი მოახდენს. მე ამაში დარწმუნებული ვარ და საკმაოდ პოზიტიურად განწყობილიც“, — განაცხადა მოგერინიმ.

ბრიუსელში პარასკევს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა, რომელზეც მხარეების თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრას მოგერინი ხელმძღვანელობდა.

2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. 

ტუსკი, კვირიკაშვილი, მოგერინი, ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ტუსკი: საქართველო იმსახურებს ევროკავშირის მხრიდან სავიზო რეჟიმის სწრაფ გაუქმებას

მანამდე, 2013 წლის თებერვალში ევროკომისიამ საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა წარუდგინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა პირობა შეასრულა.

საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია წავიდნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.

ამ ეტაპზე პროცედურებით გათვალისწინებულია ევროკავშირის პარლამენტთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყება. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მხარეებმა უნდა შეათანხმონ და მოამზადონ რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტი. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში.

თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში. 

ყველა ახალი ამბავი
0