კვირიკაშვილი ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით რუსეთის ინტერესს მიესალმება

© Sputnik / Anna Yarovikovaგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების იმ სფეროებში ნორმალიზებითაა დაინტერესებული, რისთვისაც არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ქართული მხარე მზადაა.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მომხრეა, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ ახსნა, რატომ არის შეუძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 ნოემბერს ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების იმ სფეროებში ნორმალიზებითაა დაინტერესებული, რისთვისაც არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე,  ქართული მხარე მზადაა.

„რასაკვირველია, ერთი მხრივ, არის დაინტერესება საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების და ჩვენ თანახმა ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, არის საუბარი საქართველოში ახალ რეალობაზე, ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე (აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი — რედ.), რაც ჩვენი ხალხისთვის და ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღიარებით, ქართველი ხალხის სუვერენული გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნა პრემიერმა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კი ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი მიანიაჭა.

ახალი ხელისუფლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას ასახელებდა.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0