ექსპერიმენტული თეატრი Tilde-ი ჟან-ლუკ ლაგარსის ხსოვნის საღამოს გამართავს

გამოწერა
თეატრის მსახიობები ჟან-ლუკ ლაგარსის პიესას „სახლში ვიყავი და წვიმას ველოდებოდი“ წაიკითხავენ.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ფრანგი საკულტო მწერლისა და დრამატურგ ჟან-ლუკ ლაგარსისადმი მიძღვნილი საღამო, რომელიც აივ-ინფექციით გარდაიცვალა, თბილისში 3 დეკემბერს გაიმართება.  

თბილისური კაფე - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 2-4 დეკემბერი

ჟან-ლუკ ლაგარსი იყო მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი. სწავლობდა ფილოსოფიას, თუმცა 1078 წელს თეატრით დაკავდა. დგამდა როგორც საკუთარ ნაწარმოებებს, ისე მარივოს, ლაბიშის, იონესკოს დრამებს. ლაგარსის ტექსტები რთული სინტაქსით გამოირჩევა.

თბილისში ლაგარსის ხსოვნის საღამოს ექსპერიმენტული თეატრი Tilde-ი მართავს, რომელიც სტუმრებს მწერლისა და დრამატურგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი პიესის „სახლში ვიყავი და წვიმას ველოდებოდი“ თეატრალიზებულ კითხვაზე იწვევს, იუწყებიან ორგანიზატორები. 

ფრედი მერკური - Sputnik საქართველო
ცნობილი პიროვნებები, რომლებიც შიდსის დაავადებამ შეიწირა

ეს არის ისტორია დედაზე და ოთხ ქალიშვილზე, რომლებიც დაკარგულ ძმასა და შვილს ელოდებიან, თუმცა დაკარგული ახალგაზრდის დაბრუნება მათთვის კიდევ უფრო აბსურდული და აუტანელი ხდება. პიესა, რომელიც ბედნიერების, მამაკაცის ან უბრალოდ წვიმის მომლოდინე ხუთ ქალს ეძღვნება, ფრანგმა დრამატურგმა 1994 წელს დაწერა.

გარდა თატრალიზებული კითხვისა, სტუმრებს ლაგარსის პიესისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენაც ელოდებათ.

თეატრი Tilde — მრავალენოვანი ექსპერიმენტული თეატრია, თეატრის დასი ძირითადად ქალებისგან შედგება. თეატრი თბილისში 2014 წელს კიეველმა ოქსანა ჩადაევამ დააარსა. ამჟამად თეატრის რეპერტუარში უკვე შვიდი სპექტაკლია. 


ყველა ახალი ამბავი
0