ცნობილი პიროვნებები, რომლებიც შიდსის დაავადებამ შეიწირა

© FB/ Freddie Mercuryფრედი მერკური
ფრედი მერკური - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 დეკემბერს მსოფლიოში აღინიშნება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელსაც „XX საუკუნის შავი ჭირი უწოდეს“. ეს დაავადება არავის ინდობდა, ის დაუნდობელი იყო ყველას მიმართ – როგორც ჩვეულებრივი, ისე მდიდარი და ცნობილი ადამიანების მიმართ.

„Sputnik-საქართველო" იმ ცნობილი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ამ დაავადებამ იმსხვერპლა.

შიდსით გარდაცვლილი ერთ-ერთი პირველი ცნობილი პიროვნება იყო ამერიკელი შემსრულებელ-ავანგარდისტი კლაუს ნომი, რომელიც დევიდ ბოუისთან ერთად მუშაობდა. ის 1983 წლის 6 აგვისტოს გარდაიცვალა.

© FB/ WORSHIPკლაუს ნომი
კლაუს ნომი - Sputnik საქართველო
კლაუს ნომი

შიდსით გარდაცვლილი ყველაზე ცნობილი ადამიანია ფრედი მერკური — ჯგუფ Queen-ის ლეგენდარული ვოკალისტი. თავისი დაავადების შესახებ მან საჯაროდ 1991 წელს 23 ნოემბერს განაცხადა, მეორე საღამოს კი გარდაიცვალა.

© FB/ Freddie Mercuryფრედი მერკური
ფრედი მერკური - Sputnik საქართველო
ფრედი მერკური

ისრაელის მომღერალი და მსახიობი ოფრა ჰაზა შიდსისგან 2000 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა. ის სიკვდილს ორჯერ სასწაულებრივად გადაურჩა. პირველად ეს 1987 წელს მოხდა. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა, რომლითაც ის ქვეყნის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გამართული კონცერტის შემდეგ ბრუნდებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა, მომღერალს კი მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანებები ჰქონდა. მეორედ 1994 წელს – მის თვითმფრინავს მეხი დაეცა, მაგრამ თვითმფრინავი მშვიდობიანად დაეშვა. მესამედ კი ჯადოსნური გადარჩენა აღარ მოხდა…

© FB/ Will Anthony Poetaოფრა ჰაზა
ოფრა ჰაზა - Sputnik საქართველო
ოფრა ჰაზა

ცნობილი მწერალი-ფანტასტი აიზეკ აზიმოვი, ავტორი ისეთი წიგნებისა, როგორიცაა „მე — რობოტი“, „ორასი წლის ადამიანი“, „ცვლილებების ქარები“, 1983 წელს გულის ოპერაციის დროს დონორის სისხლის გადასხმისას შიდსით დაავადდა. დაავადების შესახებ მან განმეორებითი ოპერაციისთვის სამედიცინო შემოწმების გავლის დროს შემთხვევით გაიგო. აიზეკ აზიმოვი 1992 წლის 6 აპრილს 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

© FB/ Isaac Asimovაიზეკ აზიმოვი
აიზეკ აზიმოვი - Sputnik საქართველო
აიზეკ აზიმოვი

ცნობილი ამერიკელი მსახიობი როკ ჰადსონიც, რომელიც ცნობილია ფილმებით „ყველაფერი, რაც ზემოდან ნებადართულია“ და „მშვენიერი მოჩვენება“, შიდსით გარდაიცვალა. 17 წლის მანძილზე ის თავის პარტნიორთან ტომ კლარკთან ერთად ცხოვრობდა.

© FB/ Pâmela Vasconcelosროკ ჰადსონი
როკ ჰადსონი - Sputnik საქართველო
როკ ჰადსონი

ცნობილი რეჟისორის ალფრედ ჰიჩკოკის ფილმ „ფსიქოს“ ვარსკვლავი, „ოსკარის“ პრემიის მრავალგზის პრეტენდენტი ენტონი პერკინსი 60 წლის ასაკში შიდსით გარდაიცვალა, უფრო სწორად, მასთან დაკავშირებული პნევმონიისგან. მისი მეუღლე, ბერი ბერენსონი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების დროს დაიღუპა. ის  ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა AA-11 რეისის თვითმფრინავით, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს შეეჯახა.

© FB/ The Golden Age of Hollywoodენტონი პერკინსი
ენტონი პერკინსი - Sputnik საქართველო
ენტონი პერკინსი

ლეგენდარული იტალიელი მოდელიერი ფრანკო მოსკინო შიდსისგან 1994 წელს გარდაიცვალა. მოდელიერის გარდაცვალების შემდეგაც Moschino კომერციულად წარმატებულ ბრენდად რჩება.

© FB/ Jean-Charles de Castelbajacფრანკო მოსკინო
ფრანკო მოსკინო - Sputnik საქართველო
ფრანკო მოსკინო

შიდსი დიდ მოცეკვავეს რუდოლფ ნურიევსაც აღმოაჩნდა. თურმე, ნურიევი სასიკვდილო ვირუსს 4 წელი ატარებდა. 1993 წლის 6 იანვარს რუდოლფ ნურიევი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

© photo: Sputnik / © Sputnik/ В. Воногრუდოლფ ნურიევი
რუდოლფ ნურიევი - Sputnik საქართველო
რუდოლფ ნურიევი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day).

ყველა ახალი ამბავი
0