თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. გორში უცნობმა პირებმა სინაგოგიდან უძველესი თორები მოიპარეს, მათი ნაწილი შენობის უკან დაზიანებული იპოვეს, იუწყება ტელეარხი GDS.
სინაგოგიდან წაღებული თორები ხბოს ტყავზე ხელით ნაწერი იყო.
როდის მოხდა დანაშაული, ჯერჯერობით უცნობია.
სინაგოგა 26 ნოემბერს დაიკეტა. ქურდობის შესახებ ცნობილი მხოლოდ ხუთშაბათს, ღვთისმსახურების დღეს გახდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით“, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.