სახსრების ტკივილის შემსუბუქების ხალხური მეთოდი

CC BY 2.0 / Simon / Barry in the hillsსახსრების ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ცუდმა კვებამ, უმოძრაობამ, ან პირიქით - ფიზიკურმა შრომამ
სახსრების ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ცუდმა კვებამ, უმოძრაობამ, ან პირიქით - ფიზიკურმა შრომამ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თითოეულ ინგრედიენტს თავისი განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს, ერთად კი ადამიანის სახსრებზე მართლა ჯადოსნურ ეფექტს ახდენენ. სახსრების გარდა ეს რეცეპტი ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.

ადამიანთა უმრავლესობას ასაკის მატებასთან ერთად სახსრების ტკივილი აწუხებს. ეს შეიძლება გამოიწვიოს ცუდმა კვებამ, უმოძრაობამ, ან პირიქით — ფიზიკურმა დატვირთვამ.

მაგრამ თუ სახსრები ახალგაზრდას აწუხებს, ეს სახსრის სინოვიალური გარსის სისხლის მიმოქცევის დარღვევასა და სახსრის ხრტილის დარღვევაზე მიუთითებს.

ეს რეცეპტი ამ დაავადების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მაგრამ თუ ტკივილი უკვე გაწუხებთ, ის გაამაგრებს თქვენს სახსრებს და ამავე დროს უსიამოვნო შეგრძნებებს შეგიმსუბუქებთ.

CC BY 2.0 / Garry Knight / Waiting to Crossასაკის მატებასთან ერთად ადამიანს სახსრების ტკივილი უძლიერდება
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს სახსრების ტკივილი უძლიერდება - Sputnik საქართველო
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს სახსრების ტკივილი უძლიერდება

ინგრედიენტები:

250 მილიგრამი ფორთოხლის წვენი

150 გრამი შვრია

200 მილიგრამი წყალი

1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი

300 გრამი ანანასი

20-30 გრამი თაფლი

50 გრამი ნუში

ჯანმრთელი ფეხები იმაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს - Sputnik საქართველო
ფეხის აბაზანა სულ ორი ინგრედიენტისგან და საოცარი შედეგი

მომზადება

მოამზადეთ შვრიის ფაფა. რომ გაცივდება, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ბლენდერით გათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

მიღება

მიღებული მასა მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე, საუზმემდე 20 წუთით ადრე. კარგი იქნება, თუ ერთ ჭიქა წყალსაც მიიღებთ. ეს ორგანიზმს ამ ნარევის უკეთ ათვისებაში დაეხმარება.

თითოეულ ინგრედიენტს თავისი განსაკუთრებული თვისებები ახასიათებს, ერთად კი ადამიანის სახსრებზე მართლა ჯადოსნურ ეფექტს ახდენენ. გარდა სახსრებისა, ეს ფაფა ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.

თუ სახსრები გაწუხებთ, არ დაიზაროთ, მოამზადეთ ეს საშუალება და შედეგიც არ დააყოვნებს.

ყველა ახალი ამბავი
0