ფეხის აბაზანა სულ ორი ინგრედიენტისგან და საოცარი შედეგი

CC BY 2.0 / Flcikr / Max Charping / 021ჯანმრთელი ფეხები იმაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს
ჯანმრთელი ფეხები იმაზე მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ მკურნალობის მარტივ საშუალებას, რომელიც ჯანმრთელი და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელი ფეხები იმაზე მეტად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ნახეთქებმა, სიმშრალემ და ფეხების სხვა პრობლემებმა, შესაძლოა, ცხოვრება გაგირთულოთ და დისკომფორტი შეგიქმნათ.

ფეხების ჯანმრთელობისთვის პირადი ჰიგიენის საშუალებები და ჯანსაღი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

გთავაზობთ მკურნალობის მარტივ საშუალებას, რომელიც ჯანმრთელი და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ინგრედიენტები

•    3-4 ჭიქა რძე

•    3 სუფრის კოვზი საჭმლის სოდა

გაათბეთ რძე, ჩაასხით ჭურჭელში და დაამატეთ სოდა. კარგად აურიეთ. ჩაყავით ფეხები 10 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გადაივლეთ ფეხზე თბილი წყალი და გაიმშრალეთ. წაისვით ფეხის კრემი. შედეგს მალე ნახავთ.

ყველა ახალი ამბავი
0