ოქრიაშვილი „კრასნოდარის“ თვის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში ლიდერობს

© Фото: ФК "Краснодар"თორნიკე ოქრიაშვილი
თორნიკე ოქრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ზენიტის“ კარში ბოლო წამებზე გატანილმა გოლმა ქართველი ფეხბურთელი ყოველთვიური გამოკითხვის ლიდერად აქცია, რომელიც თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად „კრასნოდარის“ გულშემატკივრებს შორის ტარდება.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „კრასნოდარის“ ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ნოემბრის თვეში კლუბის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში ლიდერობს. გამოკითხვა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ტარდება.

თორნიკე ოქრიაშვილი - Sputnik საქართველო
არაქართული ფეხბურთი ქართველების შესრულებით. ოქრიაშვილს თურქეთში პირველი გოლი გააქვს

ამჟამად ქართველ ნახევარმცველს ხმების 45%-ზე მეტი აქვს. მეორე ადგილზე მყოფ გუნდის კაპიტანს, შვედ ანდრეას გრანკვისტს მხოლოდ 13,5% აქვს.

მოთამაშისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლება ხმის მიცემა.

გამოკითხვა 3 დეკემბერს, 19:00 საათზე (თბილისის დროით) დასრულდება, შედეგს კი 4 დეკემბერს შეაჯამებენ.

რუსეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში „ზენიტის“ წინააღმდეგ „კრასნოდარმა“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. გამარჯვების გოლი მატჩის ბოლო წამებზე საოცარი დარტყმით სწორედ ოქრიაშვილმა გაიტანა.

მე-15 ტურის შედეგებით ოქრიაშვილი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ხოლო მისი გოლი საუკეთესოდ აღიარეს.

ყველა ახალი ამბავი
0