თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ქართველი კონსტიტუციონალისტი კარლო გოდოლაძე იტალიის ქალაქ პადუაში, ერთ-ერთ წყლის არხში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
იტალიის პოლიცია გოდოლაძის ძებნას 22 ნოემბრიდან შეუდგა. მისი გაუჩინარების შესახებ განგაში იმ სტუდენტმა ატეხა, რომელიც გოდოლაძესთან ერთად სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.
„ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გუშინ არხში იპოვეს. პოლიციამ საქმე პროკურატურას უკვე გადასცა, რომელმაც გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი უნდა გადაწყვიტოს“, — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ქართულ დიპლომატიურ მისიას იტალიის ძალოვან სტრუქტურებთან მუდმივი კავშირი აქვს, აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
კარლო გოდოლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია; მუშაობდა ამავე სასწავლებლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრში. 26 წლის კარლო იტალიაში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა.