თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა საქართველოს მოქალაქის ბელგიაში გარდაცვალების ფაქტი, იუწყება სააგენტო Новости-Грузия სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„საქართველოს საელჩო ბელგიაში ინფორმირებულია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დიპმისია მუდმივ კავშირზეა გარდაცვლილის ოჯახთან. ამ დროისათვის მიმდინარეობს ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები“, — განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.
ქართული მედიის ინფორმაციით, 34 წლის გოგიტა მაზიაშვილი ცხედარი 21 ნოემბერს იპოვეს მდინარეში. ერთი ვერსიით ის დაიხრჩო, მეორეთი კი — მოკლეს.
მაზიაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდას მკვიდრი გახლდათ. ბელგიაში ის სამი თვის წინ გაემგზავრა სამუშაოს საძებნელად და ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით იმყოფებოდა.