საქართველოში ონლაინ-კრედიტები აიკრძალება

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili20 ლარი
20 ლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად ონლაინ-კრედიტების მზარდი პოპულარობისა, საქართველოს მთავრობა საფინანსო ბაზრის ამ სეგმენტის საქმიანობის აკრძალვას აპირებს.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ონლაინ-კრედიტების გაცემის აკრძალვას აპირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები საქართველოში 2014 წელს გამოჩნდა. მათ მიერ გაცემული პირველი კრედიტი, როგორც წესი, უპროცენტოა და ეს ფაქტი აქტიურად არის რეკლამირებული, თუმცა არაფერია ნათქვამი შემდეგი სესხის პროცენტულ განაკვეთზე. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის თანხაა გაცემული ასეთი ორგანიზაციების მიერ კრედიტის სახით.

ლარი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ონლაინ-სესხების ბაზარს დაარეგულირებს

„ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ონლაინ–სესხების გაცემა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ონლაინ-კომპანიების კლიენტები მოკლევადიან სესხებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე იღებენ და სესხი სულ რაღაც 10-15 წუთში უმტკიცდებათ. ერთადერთი მოთხოვნა მოქალაქის ასაკია — ის 20 წელს ზევით უნდა იყოს.

სესხის გაცემის პირობები ძალზე მარტივია — ამისთვის მხოლოდ ვებ-გვერდზე განთავსებული ანკეტის შევსებაა საჭირო. კლიენტმა უნდა აირჩიოს თანხის რაოდენობა, ვალის ვადა, დააჭიროს ღილაკს „კრედიტის მიღება“, შეავსოს რეგისტრაცია და გაიაროს იდენტიფიკაცია. კლიენტების უმეტესობა იღებს 500-დან 1000 ლარამდე სესხს. მიუხედავად მაღალი პროცენტისა, ონლაინ-სესხების პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0