კოლუმბიაში ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ტარდება

გამოწერა

ინტერნეტ-სივრცეში კოლუმბიაში ავიაკატასტროფის შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ამსახველი კადრები გავრცელდა. ბორტზე 72 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა შორის ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები და ეკიპაჟის 9 წევრი იყვნენ.

აეროპორტი José María Córdova - Sputnik საქართველო
ავიაკატასტროფა კოლუმბიაში: 13 ადამიანი გადარჩა

ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო სამუშაოები შეწყდა, რადგან ძებნის ზონაში გადარჩენილები აღარ არიან, განაცხადა კოლუმბიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ანტოქია ასევედო ოსამ, რომელსაც ციტირებს 360 Radio Colombia.

მაშველების ინფორმაციით, ბორტზე მყოფთაგან 13 ადამიანი გადარჩა. ქალაქ ლა-სეხას ხელისუფლება, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, 27 დაღუპულისა და ცხრა გადარჩენილის შესახებ საუბრობს.

მგზავრთა შორის ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც კოლუმბიის ქალაქ მედელინში სამხრეთ ამერიკის თასის მატჩში მონაწილეობის მისაღებად მიფრინავდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი საწვავის უკმარისობის გამო ჩამოვარდა.

ყველა ახალი ამბავი
0