ავიაკატასტროფა კოლუმბიაში: 13 ადამიანი გადარჩა

© flickr / e-Lexiaაეროპორტი José María Córdova
აეროპორტი José María Córdova - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვითმფრინავის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის თასის მატჩზე მიფრინავდნენ.

თბილისი, 29 ნოემბერი— Sputnik. კოლუმბიელი მაშველები ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 13 ადამიანის გადარჩენის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. აღნიშნული თვითმფრინავით ბრაზილიელი ფეხბურთელები მიფრინავდნენ.

თვითმფრინავმა, რომლითაც ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები მგზავრობდნენ, ქალაქ მედელინში კატასტროფა განიცადა. ავარია ლა-უნიონის რაიონში, ანტიოქიის პროვინციაში მოხდა.

„მაშველების მონაცემების თანახმად, რომლებიც შემთხვევის ზონაში იმყოფებიან, 13 ადამიანი გადარჩა“, — ციტირებს სააგენტო „რია ნოვოსტი“ რადიოსადგურ 360 Radio Colombia-ს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადარჩენილთა შორის არიან საფეხბურთო კლუბ „შაპეკოენსეს“ ფეხბურთელები ალან რუშელი, მარკოს დანილო და ჯექსონ ფოლმანი, ასევე ბორტგამცილებელი ჰიმენა სუარესი და ბრაზილიელი ჟურნალისტი რაფაელ ჰენცელი.

ამასთანავე, ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო სამუშაოები შეწყდა, რადგან ძებნის ზონაში გადარჩენილები აღარ იყვნენ, განაცხადა კოლუმბიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ანტოქია ასევედო ოსამ, რომელსაც ციტირებს 360 Radio Colombia.

ტელეარხ Univision-ის ინფორმაციით, ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ფეხბურთელებს კოლუმბიის ქალაქ მედელინში სამხრეთ ამერიკის თასის მატჩში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. აღნიშნული მატჩი გადაიდო.

© REUTERS/ Paulo Whitakerბრაზილიის ფეხბურთის გუნდ Chapecoense-ის მოთამაშეები, რომლებიც კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.
ბრაზილიის ფეხბურთის გუნდ Chapecoense-ის მოთამაშეები, რომლებიც კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. - Sputnik საქართველო
ბრაზილიის ფეხბურთის გუნდ Chapecoense-ის მოთამაშეები, რომლებიც კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.


ყველა ახალი ამბავი
0