თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თანხის უკანონო მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით ქალაქ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯემალ დუმბაძე დააკავეს.
როგორც „sputnik–საქართველოს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ბრალდებულმა გარკვეული ოდენობის თანხა უკანონოდ მიითვისა. უწყებაში თანხის რაოდენობა არ დააზუსტეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 182-ე მუხლითაა აღძრული („დიდი ოდენობის თანხის მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით“), რაც შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ბრალი დღეს წარედგინა.