„აუდიტორია 115“ თსუ-ის დაკავებული კორპუსის დატოვებას არ აპირებს

© Sputnik / Levan Avlabreli"აუდიტორია 115"
აუდიტორია 115 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუდენტთა ჯგუფმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსენსუსს ვერ მიაღწია და ამიტომ გადაწყვიტა, ჯერჯერობით არ გაათავისუფლოს სასწავლებლის დაკავებული კორპუსი.

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. სტუდენტური ორგანიზაცია „აუდიტორია 115“-ის წევრები, რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი გასული კვირიდან აქვთ დაკავებული, შენობის 5 დეკემბრამდე გათავისუფლებაზე უარს აცხადებენ.

ეს გადაწყვეტილება „აუდიტორია 115“-მა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. პიკეტირების შეჩერების შესახებ საკითხის გადახედვის გადაწყვეტილებას ისინი მას შემდეგ მიიღებენ, რაც 5 დეკემბერს კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართება.

„რეალურ შედეგზე ვერ ვისაუბრებთ, ვერც რაიმე კონკრეტულ წინადადებაზე, რომელიც მათგან მივიღეთ ან ჩვენ შევთავაზეთ. არ ყოფილა შეთანხმება კონკრეტულ საკითხებზე, შეთანხმება მივიღეთ იმაზე, რომ შემდეგი შეხვედრა გაიმართება 5 დეკემბერს. მყარად რაზეც ვართ ჩამოყალიბებული, არის ის, რომ 5 დეკემბრამდე ნამდვილად არ ვტოვებთ პიკეტირებულ მე-6 კორპუსს“, — განაცხადა „აუდიტორია 115“-ის წევრმა მარიამ ნანეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მოძრაობა აუდიტორია 11-ის აქტივისტებმა პიკეტი მოაწყვეს ერთ-ერთ საარჩევნო იბანზე, სადაც პარასკევს დილიდან სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნები მიმდინარეობდა. - Sputnik საქართველო
თსუ-ს არჩევნებზე სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„აუდიტორია 115“-მა თსუ-ის მე-6 კორპუსი 24 ნოემბერს, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დაიკავა. უკმაყოფილო სტუდენტებმა უნივერსიტეტის 13-დან 9 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლა შეძლეს, მაგრამ არჩევნები მაინც ჩატარებულად ჩაითვალა.

ეს სტუდენტური გაერთიანება სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მის რეფორმას მოითხოვს. „აუდიტორია 115“ მოითხოვს ფაკულტეტის საბჭოების, აკადემიური საბჭოსა და სასწავლებლის სენატის არჩევნების პირდაპირ ჩატარებას. ამჟამად ფაკულტეტის საბჭოში შედიან თვითმმართველობის დანიშნული წევრები.

„აუდიტორია 115“-მა არაერთხელ განაცხადა, რომ თვითმმართველობის უკან უსაფრთხოების სამსახურის აგენტები დგანან და ის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის და არა სტუდენტების ინტერესებს ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0