ისტორია კაპრიზულ შვილიშვილსა და მოთმინებით აღსავსე ბაბუაზე

© FL/ Kyla Duhamelმტირალი ბავშვი
მტირალი ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ბევრი თქვენგანი დაგვეთანხმება, რომ ბავშვის საყვარელი საქმიანობა ხშირად გაუაზრებელი ჭირვეულობა და უფროსებისთვის ნერვების მოშლაა. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და გაუმართლებელი ქმედება არ ჩავიდინოთ, ანუ პატარა „მონსტრი“ უნებურად ხელში არ შემოგვეტყიპოს?

როგორ და…

ერთ-ერთ სუპერმარკეტში სალაროსთან რიგში ბაბუა და ურჩი შვილიშვილი იდგნენ. ბავშვს ხელები უამრავი კანფეტით, შოკოლადის ფილებითა და სხვა ტკბილეულით ჰქონდა სავსე. მაგრამ მაინც რაღაცით უკმაყოფილო ჩანდა: გაუთავებლად ჯუჯღუნებდა, ყვიროდა და აქეთ-იქით აწყდებოდა.

— მშვიდად, გიო, სულ ცოტაც და წავალთ, — მშვიდი, აუღელვებელი ტონით წარმოთქვა ბიჭის ბაბუამ.

ბავშვზე ამ სიტყვებმა თითქოს იმოქმედა და მცირე ხნით შეწყვიტა ჭირვეულობა, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. მალე ისევ ააწრიალა ირგვლივ ყველა და ყველაფერი.

მხარი დაუჭირეთ მის წარმატებებს, შეაქეთ ის - Sputnik საქართველო
როგორ "მოვარჯულოთ" ჩვენი პატარა

როგორც იქნა, მათი რიგი მოვიდა და ბიჭმა აქ კიდევ ერთი ოინი მოაწყო: ბაბუას კალათიდან ყველაფერი ძირს გადმოუყარა და აქეთ-იქით მიმოუფანტა. რიგში მდგომები აღელდნენ, ერთი-ორმა, რას ჰგავს ეს, რა უბედურებააო, ხმამაღლაც კი გააპროტესტა ბავშვის საქციელი. ბაბუამ კი კვლავ მშვიდად, აუღელვებლად, უემოციოდ თქვა:

— გიო, მშვიდად, ერთი წუთიც და მივდივართ. ცოტაც მოითმინე.

მათ უკან რიგში მდგომი ქალბატონი, რომელმაც ბავშვისგან ამასობაში არაერთი მუჯლუგუნი, ფეხებზე გადარბენა და თავით დაჯახება იგემა, იმდენად გააოგნა კაცის შეუვალმა სიმშვიდემ და თავდაჭერილობამ, რომ ვეღარ მოითმინა და უთხრა:

— უკაცრავად, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ გაოცებული ვარ, როგორ მშვიდად იტანთ შვილიშვილის ასეთ საშინელ ქცევას და ტონსაც კი არ უწევთ, ისე ელაპარაკებით.

მერე ურჩ და კაპრიზულ ბავშვს მიუბრუნდა და მიმართა:

— გიო, აშკარად გაგიმართლა, ძალიან მაგარი ბაბუა გყავს.

და აქ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა. კაცის პასუხმა მთელი რიგი გულიანად აახარხარა:

— მადლობა ქებისთვის, ქალბატონო, მაგრამ გიო მე ვარ, მაგ პატარა „მონსტრს“ კი ნიკა ჰქვია!

ყველა ახალი ამბავი
0