როგორ "მოვარჯულოთ" ჩვენი პატარა

CC BY-SA 2.0 / Giovani Blank / Rafaela Blank & Augusto Etgesმხარი დაუჭირეთ მის წარმატებებს, შეაქეთ ის
მხარი დაუჭირეთ მის წარმატებებს, შეაქეთ ის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, თუ მშობელი საკუთარ თავზე არ მუშაობს.

თუ შვილი საუკეთესო სკოლაში მიიყვანეთ, დაგყავთ სხვადასხვა წრეზე, არდადეგებზე დასასვენებლად ზღვაზეც გაგყავთ და მთაში… ეს არ ნიშნავს, რომ კარგი მშობელი ხართ. მთავარი ბავშვის აღზრდაში სულ სხვა რამაა – როგორ ურთიერთობთ მასთან, როგორ ესაუბრებით, მიიჩნევს ცნობილი ფსიქოლოგი, პედაგოგი, პროფესორი, აღზრდის საკითხებზე მრავალი წიგნის ავტორი იულია გიპენრეიტერი.

ყველა მშობელს უნდა, შვილი სწორად აღზარდოს. ბოლო პერიოდში მშობლები ხშირად სვამენ კითხვას: ყოველთვის, ნებისმიერ ფასად უნდა დაუჯეროს თუ არა შვილმა მშობელს. თანდათან საზოგადოება ეგუება და აღიარებს აზრს, რომ ბავშვი ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის, რომ ის სტანდარტებს არ უნდა მოვარგოთ. მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? რაც უნდა ბანალური იყოს, პირველ რიგში, ამისთვის ბავშვს უნდა გავუგოთ. როდესაც გავიგებთ მის პირად მოთხოვნებს, უნდა დავამყაროთ ურთიერთობა.

CC BY 2.0 / Flickr / Gabriela Pinto / Mom & Sonდედა ვაჟთან ერთად
დედა ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
დედა ვაჟთან ერთად

სანამ შვილის მორიგ საქციელზე რეაგირება გვექნება, უნდა გავიგოთ, რა დგას ამის უკან – დაღლილობა, წყენა, გაღიზიანება, მრისხანება თუ სიხარული?

ამისთვის საჭიროა:

პირველ რიგში, მოვუსმინოთ ბავშვს

მეორე – გავიგოთ მისი ემოციები და ავუხსნათ მას თავისი განცდები – პატარას ხომ სიტყვებით თავისი ემოციების გადმოცემა ხშირად არ ძალუძს

მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საკუთარი მოთხოვნის გამეორება ან, პირიქით, იმ მომენტში მის „აღზრდაზე“ უარის თქმა 

პარტნიორის გაგება სასურველი, კარგი ურთიერთოების საძირკველია, იქნება ეს ცოლი და ქმარი, ან დედა, ან ბავშვი. აქ კი ძალზე ფასეულია აქტიური მოსმენის ტექნიკის როლი. მაგალითად, ბავშვი აცხადებს, რომ არ უნდა დაძინება. დედა დაჟინებით მოითხოვს, რომ დაწვეს დასაძინებლად, ბავშვი კი ჯიუტობს, ბოლოს და ბოლოს, დედა მამასთან მიდის შესაჩივლად – შვილი არ მიჯერებს! ეს უკვე კონფლიქტია.

წერილი - Sputnik საქართველო
დედის წერილი შვილს: ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და შენ გამო ყველა საქმე მივატოვო...

როგორ ავირიდოთ თავიდან კონფრონტაცია? მშიბელს უნდა ესმოდეს, რომ ბავშვისთვის ძილი მოსაწყენია. უნდა უთხრათ: „ძალიან საინტერესოდ თამაშობ, არ გინდა დაწოლა, მაგრამ დროა. ახლა ჩვენ წავალთ, დავიბანთ, მე კი ზღაპარს წაგიკითხავ“. ეს თანაგრძნობით გამსჭვალული მოსმენაა. თქვენ ეუბნებით ბავშვს, რომ გესმით მისი გრძნობების და პატივს სცემთ მას. თქვენ არ ატეხეთ სკანდალი და არ წააგეთ, რადგან საბოლოოდ მშვიდობიანად წაიყვანეთ თქვენი პატარა დასაძინებლად.

თანაგრძნობით აღვსილი მოსმენის ალგორითმი ნებისმიერი ასაკის პარტნიორთან შეიძლება გამოიყენო. ბავშვის შემთხვევაში ურთიერთობაზე პასუხისმგებელი თქვენ ხართ, რადგან უფროსი და გამოცდილი ბრანდებით. და თუ ურთიერთობების ასეთი სტილი აირჩიეთ, წინ საკუთარ თავზე მუშაობა მოგელით. საჭიროა, ისწავლოთ საკუთარი შვილის ან პარტნიორის მოსმენა, გაგება და მიღება. თუ ის უარს ამბობს რაიმე დავალების შესრულებაზე, დაუგდეთ ყური საკუთარ თავს – ეს თხოვნა იყო თუ მოთხოვნა?

მზად ხართ, გაითვალისწინოთ სხვისი ინტერესები?

© FL/rebwar fatahხშირად მოეხვიეთ, ჩაეხუტეთ შვილს
ხშირად მოეხვიეთ, ჩაეხუტეთ შვილს - Sputnik საქართველო
ხშირად მოეხვიეთ, ჩაეხუტეთ შვილს

გააზრებული გაქვთ, რომ მისი საქმიანობა, ინტერესები მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია?

ბავშვის აღზრდა შეუძლებელია, თუ უფროსი საკუთარ თავზე არ მუშაობს. როდესაც აქტიური მოსმენის ტექნიკას იყენებთ, იწყება ოსტატური, გაწაფული ურთიერთობის მაგია: თანდათან იცვლება საერთო განწყობა, ჩნდება უფრო კეთილი ინტონაციები და ატმოსფერო მთლიანად ოჯახში; ქრება დაძაბულობა, საკუთარი მაგალითით ბავშვს სხვა პიროვნებისადმი პატივისცემით დამოკიდებულებას ასწავლით, ასწავლით ურთიერთობას.

ჩვილი - Sputnik საქართველო
რატომ არ სძინავთ პატარებს ღამით? იმიტომ, რომ არც უნდა ეძინოთ

ფსიქოლოგებმა დაასკვნეს, რომ მშობლის აღზრდის სტილი ბავშვის ფსიქიკაში აღიბეჭდება, ხოლო მომავალში, მოზრდილ ასაკში, ხშირად ავტომატურად მეორდება. დიდი ალბათობით, თქვენი შვილები ისევე გაზრდიან თქვენს შვილიშვილებს, როგორც თქვენ ზრდიდით მათ. და თუ თქვენ რაიმე არ მოგწონთ, გაშფოთებთ ბავშვთან ურთიერთობებში, ეს საკმაოდ დიდი მიზეზია, გადახედოთ აღზრდის სტილს ოჯახში და ვითარების გამოსწორება დაიწყოთ. 

ხუთი რამ, რაც ყოველდღე შეგიძლიათ გააკეთოთ ბავშვისთვის:

1. მხარი დაუჭირეთ მის წარმატებებს, აღნიშნეთ და შეაქეთ ის, განიხილეთ გამარჯვება დაწვრილებით, აღფრთოვანება გამოხატეთ შვილით ნებისმიერ შესაფერის მომეტში;

2. გაუზიარეთ გრძნობები. დაწვრილებით მოუყევით საკუთარი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი განცდებისა და ემოციების შესახებ; 

3. უთხარით სითბოს გამომხატველი ფრაზები, მაგალითად: „რა კარგია შენთან ყოფნა, მიხარია შენი დანახვა, კარგია რომ მოხვედი“ და ა. შ. 

4. მოეხვიეთ, ჩაეხუტეთ შვილს დღეში სულ ცოტა ოთხჯერ;

5 არ ჩაერიოთ მეცადინეობის დროს, თუ თვითონ არ გთხოვათ, თუნდაც იცოდეთ, როგორ ჯობია იმის გაკეთება, რასაც თქვენი შვილი აკეთებს, არ იჩქაროთ რჩევების მიცემა და დახმარება.


ყველა ახალი ამბავი
0