დავით გაბაიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს უხელმძღვანელებს

გამოწერა
აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატთა უმრავლესობამ გაბაიძის კანდიდატურას მისცა ხმა.

თბილისი, 28 ნოემბერი– Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სათავეში მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი 36 წლის დავით გაბაიძე ჩაუდგა.

შესაბამისი გადაწყვეტილება არჩევნების შემდეგ ჩატარებულ საბჭოს პირველ სხდომაზეა მიღებული. გაბაიძის კანდიდატურას 21-დან 14-მა კანდიდატმა მისცა ხმა.

"ჩვენ ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობის წინაშე. მომავალი 4 წლის განმავლობაში საზოგადოება უნდა დარწმუნდეს უმაღლესი საბჭოს მუშაობის ეფექტურობაში. მიმაჩნია, რომ მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ უმაღლესი საბჭო სწორედ ის ორგანოა, სადაც ყველაზე მეტად არის წარმოდგენილი ხალხის აზრი, ხალხის ნება და რომ ეს ორგანო ყველაზე მეტად არის საჭირო მათი ინტერესების დასაცავად“- განაცხადა გაბაიძემ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს

გაბაიძე პროფესიით იურისტია. 2014 წლიდან მუშაობდა აჭარის მთავრობის აპარატში, ადამიანური რესურსების მართვისა და იურიდიულის საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია. 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების მიხედვით მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" 14 ადგილი მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ"-5, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა"-1 და „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ"- 1 ადგილი.

დარეგისტრირებული ოთხი ფრაქციიდან უმრავლესობას სამი, უმცირესობას კი ერთი ფრაქცია ეყოლება.

ყველა ახალი ამბავი
0