თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით და სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“.
ახალ მთავრობას ახალი პარლამენტის 146 დეპუტატიდან 110-მა დაუჭირა მხარი. სულ დარეგისტრირდა 123 დეპუტატი. ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
„ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი საკუთარ შეცდომებზე ისაუბროს და მე თქვენ ამის მაგალითი მოგეცით; შესწევს უნარი, ოპოზიციის წარმატებაზე ისაუბროს, ამის მაგალითიც მოგეცით. ასე რომ, ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი გააჩერებს”, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას.
ქვეყნის ახალი მთავრობა ასე გამოიყურება:
პრემიერ-მინისტრი — გიორგი კვირიკაშვილი
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი — დიმიტრი ქუმსიშვილი
ვიცე-პრემიერ0, ენერგეტიკის მინისტრი — კახი კალაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი — ზურაბ ალავიძე
სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში — ვიქტორ დოლიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი — მიხეილ ჯანელიძე
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრი — დავით სერგეენკო
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი — სოზარ სუბარი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი — ალექსანდრე ჯეჯელავა
სოფლის მეურნეობის მინისტრი — ლევან დავითაშვილი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი — მიხეილ გიორგაძე
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი — ტარიელ ხეჩიკაშვილი
თავდაცვის მინისტრი — ლევან იზორია
იუსტიციის მინისტრი — თეა წულუკიანი
შინაგან საქმეთა მინისტრი — გიორგი მღებრიშვილი
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი — კახა კახიშვილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი — გიგლა აგულაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი — ქეთევან ციხელაშვილი.