ჭრიკიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიავთანდილ ჭრიკიშვილი
ავთანდილ ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა, რომელიც უფრო მძიმე წონით კატეგორიაში გადავიდა, თავისი უპირატესობის გამტკიცება შიდა არენაზე დაიწყო.

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. ავთო ჭრიკიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა — მან ოქრო თავისთვის ახალ 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შმაგი ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოში კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

აქამდე სპორტსმენი 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მაგრამ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ ჭრიკიშვილმა უფრო მძიმე წონაში გადასვლა გადაწყვიტა.

ექვსგზის ჩემპიონი ფინალში უშანგი მარგიანს შეხვდა, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ 81 კილოგრამ წონითი კატეგორიიდან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავიდა. მეტოქეების დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და ოქროს მედლის ბედი მარგიანის ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა.

ქვეყნის ჩემპიონები სხვა წონით კატეგორიაში გახდნენ:

ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ)

ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)

ფრიდონ გიგანი (-73 კგ)

თამაზ კირაკოზიშვილი (-81 კგ)

ლაშა თაველური (-100 კგ)

გურამ თუშიშვილი (+100 კგ)

ყველა ახალი ამბავი
0