ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოში კიდევ ორი მედალი მოიპოვეს

© photo: Sputnik / Kakha Beridzeშმაგი ბოლქვაძე
შმაგი ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქოში, "ოქროს გარნ-პრის" შედეგებით, საქართველოს ნაკრების ფალავნებმა ექვსი მედალი მოიპოვეს.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ბაქოში გამართულ „ოქროს გრან-პრიზე“ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა ორი მედალი მოიპოვეს. იტყობინება ოფიციალური გვერდი UWW.

რიო დე ჟანეიროს ბრინჯაოს მედალოსანმა შმაგი ბოლქვაძემ (-66კგ) მეორე ადგილი მოიპოვა, ხოლო ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (-75 კგ) —  ბრინჯაო. 

ფინალურ შერკინებაში ბოლქვაძემ რუს არტიომ სურკოვთან დათმო. ხოლო დათუნაშვილმა მესამე ადგილისათვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მეჰრაჯ კერიმოვთან გაიმარჯვა.

ტურნირის პირველ დღეს ქართველმა ტავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოთხი ჯილდო მოიპოვეს, რომელთა შორისაა გენო პეტრიაშვილის (-125 კგ) ოქროს მედალი.


ყველა ახალი ამბავი
0