თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის შესახებ.
"საქართველოს კონსტიტუციის მე- 80 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ- მინისტრად დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი", — ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პარლამენტმა 26 ნოემბერს ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით და სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა“.
ახალ მთავრობას ახალი პარლამენტის 146 დეპუტატიდან 110-მა დაუჭირა მხარი. სულ დარეგისტრირდა 123 დეპუტატი. ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.