ალექსანდრე რუსეცკი: „ არც ID ბარათი გვჭირდება და არც ძველი პირადობის მოწმობა... “

© http://www.radiotavisupleba.ge/content/interiew-alexandre-rusecky/26876935.htmlსაქართველოში ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორი ალექსანდრე რუსეცკი..
საქართველოში ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორი  ალექსანდრე რუსეცკი.. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთის პასპორტს ყველა პრობლემის გადაჭრა შეუძლია.

თბილისი, 27 ნოემერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქისთვის მხოლოდ  საზღვარგარეთის პასპორტის ქონაც სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც პირადობის დასადასტურებლად, ასევე სამოგზაუროდ, მიაჩნია კავკასიის უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორ ალექსანდრე რუსეცკის.

საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობის — ე.წ. ID —ბარათის და პასპორტის გარდა თავის დროზე უვადოდ გაცემული ან ჯერ კიდევ ვადგაუსვლელი ქაღალდის პირადობის მოწმობებიც მოქმედებს.

„მე ეჭვქვეშ ვაყენებ ისეთი "იაფასიანი" დოკუმენტების არსებობის აუცილებლობას, როგორიც არის ID ბარათი ან ძველი პირადობის მოწმობა. სრულიად შესაძლებელია მოქალაქემ იქონიოს მხოლოდ ერთი სრულყოფილი დოკუმენტი — პასპორტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას და გამოდგება როგორც პირადობის დასადასტურებლად ასევე უცხოეთში სამოგზაუროდ“ — აღნიშნა ალექსანდრე რუსეცკიმ. 

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
მსოფლიოს პასპორტების რეიტინგში საქართველომ 59-ე ადგილი დაიკავა

მისივე თქმით, პასპორტი საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი რომ  გახდეს, ამისათვის  მისი ღირებულების შემცირებაა საჭირო. 

საზღვარგარეთის პასპორტის აღება საქართველოს მოქალაქეს ერთი სამუშაო დღის ვადაში 205 ლარად, ხოლო 10 სამუშაო დღის ვადაში 100 ლარად შეუძლია. 

კავკასიის უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორის აზრით ქვეყანაში  პასპორტის ერთადერთ პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტად შემოღება ID- ბარათთან დაკავშირებულ პრობლემის მოგვარებასაც შეუწყობდა ხელს. 

ელექტრონული პირადობის მოწმობების არსებობას  მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე აპროტესტებს და უარს ამბობს მის ფლობაზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ ვნებათაღელვას იწვევს საზოგადოების ნაწილში ID ბარათების თემა, კარგი იქნება ძველი პირადობის მოწმობების როგორც ID-ს ალტერნატივის დაშვება.

 

ყველა ახალი ამბავი
0