თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში (Passport Power Rank) 59 ქულით 59-ე პოზიციაზე განთავსდა, იტყობინება ორგანიზაცია Passport Index.
რეიტინგის შედგენის საფუძველი გახდა იმ ქვეყნების რიცხვი რომელთა მონახულებაც შეუძლია პასპორტის მფლობელს ვიზის გარეშე. ასეთი ქვეყნების რაოდენობა განსაზღვრავს ქულათა რაოდენობას. საქართველოსთან ერთად 59-ე ადგილი ინდოეთმა გაიყო.
ყველაზე „ძლევამოსილი“ პასპორტები და შესაბამისად რეიტინგის ლიდერები გახდნენ 147 ქულით აშშ და დიდი ბრიტანეთი; კორეა, გერმანია, ფინეთი მეორე ადგილს იყოფენ 145 ქულით; მესამე ადგილი იტალიასა და შვეციას შეხვდათ 144 ქულით.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთმა 62 ადგილი დაიკავა (55 ქულით), აზერბაიჯანმა 57 ადგილი (61 ქულით), უკრაინამ 37 ადგილი (96 ქულით), რუსეთმა 35-ე ადგილი (98 ქულით) თურქეთმა 28 ადგილი (108 ქულით).
ქვეყნების ანალიზი ეფუძნება გაეროს სიას, რომელშიც 193 სახელმწიფო და 6 ტერიტორია შედის (მაკაო, კოსოვო და სხვა).
საპასპორტო რეიტინგი (Passport Index) — ინტერაქტიული პროგრამაა, რომელიც საშუალებას იძლევა გაირკვეს რომელი ქვეყნების პასპორტები იძლევა უვიზო მიმოსვლის საშუალებას სხვა ქვეყნებში.