თბილისში საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliგამოფენა ექსპო ჯორჯია
გამოფენა ექსპო ჯორჯია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი ყველა უწყება დეტალურ ინფორმაციას შესთავაზებენ დაინტერესებულ პირებს მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებზე.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საგამოფენო ცენტრში ExpoGeorgia 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, გადამამუშავებელი და შემფუთავი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. 

გამოფენის ორგანიზატორი, რომლის სახელწოდებაცაა Agro Food Drink Tech Expo Georgia გახლავთ თავად ExpoGeorgia. ღონისძიება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

მზადება საგაზაფხულო სამუშაოებისათვის - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის 50 მილიონი ევრო გამოუყო

მწარმოებლები და სადისტრიბუციო კომპანიები გამოფენაზე წარმოადგენენ შემდეგ პროდუქციას: რძის ნაწარმი, ხორცი და ხორცპროდუქტები, პურფუნთუშეული და საკონდიტრო ნაწარმი, კვებითი დანამატები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, გადამამუშავებელი და შემფუთავი ტექნოლოგიები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ქიმიკატები, სხვადასხვა მოწყობილობა და ასე შემდეგ, ნათქვამია ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე.

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი ყველა უწყება დეტალურ ინფორმაციას შესთავაზებენ დაინტერესებულ პირებს მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებზე.  გარდა ამისა, იგეგმება პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც.

ყველა ახალი ამბავი
0