საქართველოს პრეზიდენტი გაეროს კონფერენციაზე ავღანელ კოლეგას შეხვდა

© FB/საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაგიორგი მარგველაშვილი და მოჰამმად აშრაფ ღანი აშხაბადის გაეროს კონფერენციაზე
გიორგი მარგველაშვილი და მოჰამმად აშრაფ ღანი აშხაბადის გაეროს კონფერენციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავღანეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს ავღანეთში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის ხელშეწყობისათვის მადლობა გადაუხადა და ქართველი კოლეგა ავღანეთში მიიწვია

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. გიორგი მარგველაშვილმა აშხაბადში გაეროს კონფერენციაზე ვიზიტის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან, მოჰამმად აშრაფ ღანისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა მიმართულებებით ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს და  ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მაღალი რანგის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობა.

გიორგი მარგველაშვილმა მოჰამმად აშრაფ ღანის პროექტ „ლაპის ლაზულის“ ფარგლებში თურქმენეთსა და ავღანეთს შორის სარკინიგზო მონაკვეთის ოფიციალურად გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი ხელს შეუწობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას.

© FB/საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაგიორგი მარგველაშვილი და მოჰამმად აშრაფ ღანი აშხაბადის გაეროს კონფერენციაზე
გიორგი მარგველაშვილი და მოჰამმად აშრაფ ღანი აშხაბადის გაეროს კონფერენციაზე - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი და მოჰამმად აშრაფ ღანი აშხაბადის გაეროს კონფერენციაზე

შეხვედრისას ავღანეთის პრეზიდენტმა რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა და ავღანეთის საჯარო მოხელეების საქართველოს შესაბამის უწყებებში გადამზადების შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული მხარის გამოცდილებას და ავღანეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებისა და ეკონომიკის, ასევე უსაფრთხოების სფეროში არსებული პრაქტიკის გაზიარების თხოვნით მიმართა. კონკრეტულად, საუბარი შეეხო პოლიციის რეფორმას, რომელიც პრეზიდენტ მოჰამმად აშრაფ ღანის განცხადებით, ავღანეთის სტაბილურობისათვის ერთერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს“, — ციტირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დავით რაქვიაშვილი სიტყვებს.

ქართველი სამხედროები ავღანეთში წასასვლელად ემზადებიან - Sputnik საქართველო
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მადლობას უცხადებს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს

საქართველოს პირველმა პირმა პრეზიდენტ აშრაფ ღანის, საქართველოს ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების გამოცდილების გაზიარების გზით, ავღანეთში დემოკრატიზაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმდინარე პროცესში დახმარება აღუთქვა.

თავის მხრივ, ავღანეთის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილს ავღანეთის დემოკრატიის განვითარებაში გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და ავღანეთში სახელმწიფო ვიზიტით მიიწვია.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აქართველოს აქტიური მონაწილეობის თაობაზე ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო მისიებში.

მოჰამმად აშრაფ ღანიმ ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობისა და ავღანეთში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის ხელშეწყობისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0