დონალდ ტრამპი: ფიდელ კასტრო სასტიკი დიქტატორი იყო

© REUTERS / Andrew Kellyდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიდელ კასტროს მემკვიდრეობა — ეს დამხვრეტი ჯგუფები, ქურდობა, წარმოუდგენელი ტანჯვა, სიღარიბე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უარყოფაა, ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის ევოლუციის ლიდერ ფიდელ კასტროს სასტიკი დიქტატორი უწოდა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

ფიდელ კასტრო - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა ფიდელ კასტრო

შეგახსენებთ: ფიდელ კასტრო 90 წლისა გარდაიცვალა შაბათს. ამის თაობაზე მისმა ძმამ, კუბის ლიდერმა რაულ კასტრომ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით აუწყა ქვეყნის მოსახლეობას. ფიდელ კასტროს სანტიაგო-დე-კუბაში 4 დეკემბერს დაკრძალავენ.

„დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს სასტიკი დიქტატორის გარდაცვალებას, რომელიც თითქმის ექვსი ათწლეულის მანძილზე ჩაგრავდა საკუთარ ხალხს. ფიდელ კასტროს მემკვიდრეობა — ეს დამხვრეტი ჯგუფები, ქურდობა, წარმოუდგენელი ტანჯვა, სიღარიბე და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უარყოფაა“, — ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

მისი თქმით, კუბა კვლავაც ტოტალიტარულ კუნძულად რჩება, თუმცა იმედს იტოვებს, რომ კასტროს სიკვდილის შემდეგ ქვეყანა თავს დააღწევს საშინელებებს, რომელშიც ის ცხოვრობდა.

ყველა ახალი ამბავი
0