თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საარჩევნო კომისია ვისკონსინის შტატში ხმებს გადაითვლის, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა ჯილ სტაინმა პარტია „მწვანეებიდან“ შესაბამისი პეტიცია წამოადგინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
„კომისია მთელ შტატში ხმების გადათვლისთვის ემზადება, ვინაიდან ამის თაობაზე მოთხოვნა შემოვიდა“, — ციტირებს სააგენტო საარჩევნო კომისიის წევრის, მაიკლ ჰაასის სიტყვებს.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯილ სტაინი ხმების გადათვლას სამ შტატში მოითხოვდა: მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინიში.
სტაინმა უკვე შეკრიბა პეტიციის წარსადგენად საჭიროზე მეტი სახსრები. ის თავად არცერთ შტატში გამარჯვებაზე პრეტენზიას არ აცხადებს, მაგრამ ამბობს, რომ განზრახული აქვს ხელი შეუწყოს ამომრჩეველთა ხმების უფრო სწორ გადათვლას.
მანამდე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისგან ცნობილი გახდა, რომ ჰაკერთა ჯგუფს შეეძლო შეეღწია ვისკონსინის, მიჩიგანისა და პენსილვანიის საარჩევნო სისტემაში და ჰილარი კლინტონს ურჩიეს, კატეგორიულად მოეთხოვა ხმების გადათვლა.