ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის" წინააღმდეგია

© REUTERS / Carlo Allegriდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა რუსეთთან რაიმე ფორმით ურთიერთობების დათბობის იდეა უარყო.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ იდეას მხარს არ უჭერს, არ სურს რუს ლიდერ ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის დალაგება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ The New York Times-ზე დაყრდნობით.

„რეპუბლიკელმა“ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, თუმცა საუბრის დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

„მან (ტრამპმა) თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ის და პუტინი ურთიერთობებს დაალაგებდნენ. თუმცა მან უარყო რაიმე ფორმით ურთიერთობის დათბობის იდეა, რომელსაც „გადატვირთვას“ ვუწოდებთ“, — წერს გაზეთი. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
Trump University-ის წინააღმდეგ საქმის შეჩერება ტრამპს 25 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება

„მე არ გამოვიყენებდი ამ ტერმინს ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა“, — მოჰყავს The New York Times-ს პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი მხოლოდ საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხო. კერძოდ, პოლიტიკოსმა განცხადება გააკეთა აუცილებლად შეწყვეტაზე „იმ სიგიჟის, რაც სირიაში ხდება“.

პუტინისა და  ტრამპის სატელეფონო საუბარი 14 ნოემბერს შედგა.

რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში ტერმინი „გადატვირთვა“ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს გაჩნდა. მაშინ სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0