Trump University-ის წინააღმდეგ საქმის შეჩერება ტრამპს 25 მლნ აშშ დოლარი დაუჯდება

© REUTERS / Jonathan Ernstდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრამპის უნივერსიტეტი კომპენსაციის გადახდას დათანხმდა, თუმცა მისადმი წაყენებულ თაღლითობის ბრალდებას არ აღიარებს.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. ტრამპის უნივერსიტეტი (Trump University)  თაღლითობის ბრალდებით აღძრული საქმის შესაჩერებლად კომპენსაციის სახით 25 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ნიუ-იორკის შტატის გენერალურ პროკურორ ერიკა შნაიდერმანზე დაყრდნობით. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპმა პრეზიდენტის ხელფასზე უარი განაცხადა

„2013 წელს ჩემმა ოფისმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ათასობით უდანაშაულო ამერიკელის მოტყუებისთვის — მილიონი დოლარის ოდენობით თაღლითობა — სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დონალდ ტრამპი ჩვენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვებრძოდა, უსაფუძვლო ბრალდებებს გვიყენებდა და უარს გვეუბნებოდა შეთანხმებაზე, რომ „თაღლითური უნივერსიტეტის“ მსხვერპლი სტუდენტებისთვის კომპენსაცია გადაეხადა“, — განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

მისი სიტყვებით, ექვს ათასმა ადამიანმა, რომელმაც უნივერსიტეტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, 

კომპენსაციას მიიღებს, ტრამპი კი ნიუ-იორკის შტატს განათლების შესახებ კანონის დარღვევისთვის 1 მლნ აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმას გადაუხდის.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტრამპის უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელს ატარებს, 25 მლნ აშშ დოლარს გადაიხდის აღძრული საქმის შესაჩერებლად, საიდანაც 4 მლნ აშშ დოლარს ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის ოფისი მიიღებს.

2013 წელს სახელმწიფომ ტრამპის უნივერსიტეტი დაადანაშაულა იმაში, რომ მან სტუდენტები შეცდომაში შეიყვანა და აიძულა იმ პროგრამებში თანხების გადახდა, რომელიც მათ არ სჭირდებოდათ. 

ბრალდების მხარე 40 მლნ აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდას მოითხოვდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0