თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში სამი პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა და ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში 119-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგი გამოქვეყნებულია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
საქართველოს ნაკრებს 281 ქულა აქვს. ამ მაჩვენებლით გუნდი კანადისა და ირანის ნაკრებებს შორის განთავსდა.
ფიფას რეიტინგის პირველი ათეული ამგვარად გამოიყურება:
1. არგენტინა
2. ბრაზილია
3. გერმანია
4. ჩილე
5. ბელგია
6. კოლუმბია
7. საფრანგეთი
8. პორტუგალია
9. ურუგვაი
10. ესპანეთი
საქართველოს ნაკრების მეტოქეები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფში ფიფას რეიტინგში არიან: უელსი (12), ირლანდია (23), ავსტრია (31), სერბეთი (44), მოლდოვა (162).