თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში 15 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 122-ე ადგილზეა. რეიტინგი ორგანიზაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს ნაკრებს 276 ქულა აქვს. ამ მაჩვენებლით გუნდი დიმინიკელთა რესპუბლიკისა და ბაჰრეინის ნაკრებებს შორის განთავსდა.
ოქტომბერში ქართველმა ფეხბურთელებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩი გამართეს. ირლანდიის გუნდთან საქართველოს ნაკრებმა 0:1 წააგო, ხოლო უელსთან მატჩი ფრედ — 1:1 დასრულდა. სწორედ ამ შედეგმა იქონია გავლენა ფიფას რეიტინგში საქართველოს პროგრესზე.
ცვლილებები მოხდა რეიტინგის ზედა ნაწილშიც. არგენტინამ ლიდერი პოზიცია შეინარჩუნა, მაგრამ მეორე ადგილზე გერმანიამ გადაინაცვლა და ბელგიის გუნდი ჩაანაცვლა. სამეულშია ბრაზილიის ნაკრებიც
ფიფას რეიტინგის პირველი ათეული:
1. არგენტინა
2. გერმანია
3. ბრაზილია
4. ბელგია
5. კოლუმბია
6. ჩილე
7. საფრანგეთი
8. პორტუგალია
9. ურუგვაი
10. ესპანეთი
საქართველოს მეტოქეები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ „D“ ჯგუფში ფიფას რეიტინგში ამგვარად გადანაწილდნენ: უელსი — მე-11, ავსტრია — 30-ე, ირლანდია — 33-3, სერბეთი — 43-ე, მოლდოვა — 173-ე.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს მოლდოვას წინააღმდეგ თბილისში გამართავს.