რუსეთის მოქალაქეებს შორის „გოდერძი“ სათხილამურო კურორტების ტოპ-ხუთეულშია

© courtesy of Goderdzi municipalityსამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი
სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გოდერძი“ სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელმაც სტუმრებს პირველად 2015 წელს უმასპინძლა.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ქართული ზამთრის კურორტი „გოდერძი“ რუსეთისა და „ახლო საზღვარგარეთის“ სწრაფად განვითარებადი სამთო-სათხილამურო კურორტების ტოპ-ხუთეულში შევიდა. ამაზე რუსული სასტუმროების ძებნის სერვისის RoomGuru.ru მონაცემები მეტყველებს.

© FB/ Goderdziგოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი
გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი - Sputnik საქართველო
გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი

RoomGuru.ru-მ გამოავლინა ტურისტებს შორის საახალწლოდ პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტები და დასასვენებელი კომპლექსები. რეიტინგი შედგენილია გასულ წელს სასტუმროების მოძიებისა და დაჯავშნის წინა წელთან შედარებით ზრდის მონაცემების, ასევე კურორტის ტრასებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. 

ახალი კურორტი „გოდერძი“ აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის სანაპიროდან 100 კილომეტრში მდებარეობს. კურორტმა პირველ სტუმრებს 2015 წელს უმასპინძლა.

ბახმარო ზამთარში - Sputnik საქართველო
კურორტ ბახმაროს განვითარების საკითხი მთავრობის დღის წესრიგში დადგა

RoomGuru.ru სერვისის მონაცემებით, „გოდერძის“ გარდა პირველ ხუთეულში შევიდა „სვიიაჟსკიე ხოლმი“ (ყაზანი), „არხიზი“ (ყარაჩაი-ჩერქეზეთი), ტუფანგა (აზერბაიჯანი) და „სოროჩანი“ (მოსკოვის ოლქი).

კურორტების ათეულს ხურავენ „სოლნეჩნაია დოლინა“ (ჩელიაბინსკის ოლქი), „გორნი ვოზდუხ“ (სახალინი), „ხოლდომი (ხაბაროვსკის ოლქი), „ბირიუზოვაია კატუნი“ (ალტაი) და „ხვალინსკი“ (სარატოვის ოლქი).

World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.

© სტანისლავ კოზლიაკოვსკი, Sputnik-georgiaსაქართველოს ზამთრის კურორტები
საქართველოს ზამთრის კურორტები - Sputnik საქართველო
საქართველოს ზამთრის კურორტები
ყველა ახალი ამბავი
0