კურორტ ბახმაროს განვითარების საკითხი მთავრობის დღის წესრიგში დადგა

გამოწერა
ბახმაროს მსგავსი კურორტების პოტენციალი ბოლომდე უნდა იქნეს გამოყენებული და უნდა მოემსახუროს ტურიზმის განვითარებას, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. მაღალმთიანი კურირტის ბახმაროს განვითარებისათვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაგეგმავს და განახორციელებს კომპლექსურ ღონისძიებებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს მტავრობის სხდომაზე. 

კურორტი ბაკურიანი - Sputnik საქართველო
ბაკურიანი იაფი სამთო–სათხილამურო კურორტების ათეულში მოხვდა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სახის კურორტების პოტენციალი ბოლომდე იქნეს ათვისებული, რადგან ტურიზმი ჩვენი სტრატეგიული სფეროა“, — თქვა კვირიკაშვილმა. 

პოსტსაბჭოთა პერიოდში კურორტი ფაქტიურად არ ვითარდებოდა. სახლების უმეტესობა დაინგრა და გაიძარცვა. რამდენიმე წლის წინ ტურისტული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი აშენდა. 


ყველა ახალი ამბავი
0