ბაკურიანი იაფი სამთო–სათხილამურო კურორტების ათეულში მოხვდა

© photo: Sputnik / Roman Denisov / გადასვლა მედიაბანკშიკურორტი ბაკურიანი
კურორტი ბაკურიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი ტურისტისთვის ბაკურიანში დასვენების ბიუჯეტი დღეში 4,1 ათას რუბლს შეადგენს.

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ქართული სამთო–სათხილამურო კურორტი ბაკურიანი დსთ–ის ქვეყნებისა და ახლო საზღვარგარეთის ახლო ქვეყნების, სადაც რუსეთის მოქალაქეებს ვიზა არ სჭირდებათ, იაფი სამთო–სათხილამურო კურორტების რეიტინგის ათეულში მოხვდა. 

ზამთრის კურორტების რეიტინგი რუსულმა Forbes–მა ტურისტულ სერვის Travel.ru–სთან ერთობლივად შეადგინა. 

მათი მონაცემებით, იანვრის დასაწყისში ორი მოზრდილი ადამიანის დასვენების ბიუჯეტში შევიდა შედარებით იაფ სასტუმროში ერთი დღე–ღამის, ერთი დღის სკი–პასისა (აბონემენტი) და კაფეში სადილის ღირებულება.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
რუსმა ტურისტებმა ქართულ სამზარეულოს მოფლიოში მეორე ადგილი მიანიჭეს

როგორც რეიტინგშია აღნიშნული, კავკასიის უძველესი სამთო–სათხილამურო კურორტი ბაკურიანი, რომელმაც მუშაობა ჯერ კიდევ მე–19 საუკუნეში დაიწყო, თბილისიდან 180 კილომეტრში, 1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ბაკურიანში თოვლის საშუალო საფარი 64 სანტიმეტრია. კურორტი მზიანი ამინდების სიუხვით გამოირჩევა.

„კურორტზე სამთო–სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIS) მიერ სერტიფიცირებული რამდენიმე ხუთკილომეტრიანი სათხილამურო ტრასაა. არის ტრასა დამწყებთათვის და ორსაფეხურიანი ტრასები (1,5 და 3 კილომეტრი სიგრძის). ასვლის მაქსიმალური სიმაღლეა 2850 მეტრი. ტრასა აღჭურვილია საციგურაო სპორტისთვის (1350 მეტრი)“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პორტალის ინფორმაციით, რუსი ტურისტისთვის ბაკურიანში დასვენების ბიუჯეტი დღეში 4,1 ათას რუბლს შეადგენს.

მაღალმთიან გუდაურში პირველი მოთხილამურეები გამოჩნდნენ - Sputnik საქართველო
მაღალმთიან გუდაურში პირველი მოთხილამურეები გამოჩნდნენ

ბაკურიანთან ერთად ტოპ–ათეულში შევიდა: ბელოკურიხა (ალტაის მხარე) – 3,2 ათასი რუბლი, ლოგოისკი (ბელარუსი, მინსკი) – 3,4 ათასი რუბლი, ზავიალიხა (ჩელიაბინსკის ოლქი) – 3,4 ათასი რუბლი, კრასნაია სოპკა (კამჩატკა) – 3,4 ათასი რუბლი, კარაკოლი (ბიშკეკი, ყირგიზეთი) – 3,5 ათასი რუბლი, ჩიმგანი (ტაშკენტი, უზბეკეთი) – 3,5 ათასი რუბლი, შაჰდაგი (აზერბაიჯანი, ბაქო) – 3,7 ათასი რუბლი, ბუკოველი (უკრაინა) – 3,8 ათასი რუბლი და ჩიმბულაკი (ალმატა, ყაზახეთი) – 4,3 ათასი რუბლი.


ყველა ახალი ამბავი
0