ტოქსიკოლოგი: ტოქსინების შემცველი სათამაშოები – შენელებული მოქმედების ბომბია

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშისათამაშოები
სათამაშოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვების სათამაშოები, რომლებიც საშენი მასალების წარმოებისას გამოყენებულ ნივთიერებებს შეიცავენ, ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

თბილისი, 24 ნოემბერი— Sputnik. საშიში ნივთიერების დიეთილჰექსილფტალატის (DEHP) შემცველი ყველა სათამაშო ამოღებულ უნდა იქნას სავაჭრო ქსელიდან, რადგან ისინი ტოქსიკურია და ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიშია, განაცხადა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ტოქსიკოლოგმა სოსო კუტუბიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩატარდა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რო თბილისის ცნობილ მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი ათიდან ცხრა სათამაშო DEHP-ს შეიცავს.

სათამაშოები - Sputnik საქართველო
თბილისში ჯანმრთელობისთვის სახიფათო სათამაშოები აღმოაჩინეს

ეს ეგრეთ წოდებული პლასტიფიკატორია, რომელსაც ელასტიურობისთვის იყენებენ. ის ტოქსიკურია და იწვევს ენდოკრინულ, კარდიოლოგიურ დაავადებებს, აზიანებს რეპროდუქციულ სისტემას, თირკმელებს, ღვიძლს. ასეთი სათამაშოები ევროპაში უკვე დიდი ხანია არ იყიდება. ეს სათამაშოები – შენელებული მოქმედების ბომბია, აღნიშნა მან.

„სერიოზული დაავადებების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ ასეთი სათამაშოები სავაჭრო ქსელიდან უნდა ამოიღოს. ეს ნივთიერება მომენტალურ მოქმედებას არ ახდენს. პრობლემები ათი წლის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს, და ადამიანი ვერც მიხვდება, საიდან და რატომ“, – ხაზი გაუსვა კუტუბიძემ.

DEHP-ს შემცველი სათამაშოები განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის არის საშიში, რომლებიც თირქმელების ან ენდოკრინული პათოლოგიებით დაიბადნენ. კუტიბიძის თქმით, ამ საკითხის შესწავლით პათოლოგიის პროფესიონალური ცენტრის ტოქსიკოლოგების ჯგუფი უნდა დაკავდეს და მთავრობასთან ერთად მიიღონ ზომები, რათა დაიცვან ბავშვები საშიში სათამაშოებისგან.

ყველა ახალი ამბავი
0