ტერაქტი თურქეთის სამხრეთით: ორი დაღუპული და 21 დაჭრილი

© REUTERS / Ihlas News Agencyადანაში ტერაქტი მოხდა
ადანაში ტერაქტი მოხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის სამხრეთით მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილია ქალი.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. თურქეთის სამხრეთით, ადანის პროვინციის ადმინისტრაციის შენობასთან დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 21 დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო DHA-ზე დაყრდნობით.

სასწრაფო დახმარების მანქანა თურქეთში - Sputnik საქართველო
თურქეთში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

ხუთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, განუცხადა სააგენტოს ანონიმურმა წყარომ პოლიციაში.

აფეთქება თბილისის დროით 09:05 საათზე ადანის ცენტრში მოხდა. ტერაქტის მსხვერპლი ადმინისტრაციის თანამშრომლები გახდნენ.

ტერაქტში ეჭვმიტანილი ქალია, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არა ის ავტომობილში, თუ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედა.

თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებმა დანაღმული ავტომობილების გამოყენებით აფეთქებები მანამდე არაერთხელ განახორციელეს.

ყველა ახალი ამბავი
0