თბილისში საავტორო თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

© FB / Нана Каулавшилиნანა ყაულაშვილის თოჯინები
ნანა ყაულაშვილის თოჯინები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ქართველი და უცხოელი ოსტატების 50 ხელნაკეთ თოჯინას გამოფენენ.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში საავტორო თოჯინების პირველი საერთაშორისო ფესტივალი Art Doll Tbilisi 2016 გაიმართება, რომელიც ევროპელ, რუს და სამხრეთკავკასიელ თოჯინების ოსტატებს მოუყრის თავს.

ნანა ყაულაშვილი და მისი უნიკალური თოჯინები. - Sputnik საქართველო
როდის იცვლიან თოჯინები სქესს და რატომ უბრაზდებიან მათ?

ფესტივალი, რომელზეც 50 ხელნაკეთი თოჯინა იქნება წარმოდგენილი, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 3-5 დეკემბერს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

უცხოელ ოსტატებთან ერთად საკუთარ ნახელავს გამოფენს ოცამდე ქართველი მეთოჯინე: თორნიკე გოგინაშვილი, იულია სოროკინა, თინათინ მაღალაშვილი, ნანა ბედიაშვილი, ნანა ყაულაშვილი, ქეთი ძიძიგური, თეა მინდაძე, ირენა ოგანჯანოვა და სხვები.

ფესტივალზე შესაძლებელი იქნება მოქანდაკე თამარ კვესიტაძის თოჯინის ნახვაც, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტად „ალი და ნინოს“ სკულპტურით იცნობენ.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს მეთოჯინეების გაერთიანება GeoDoll. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0