თბილისში ვაჟა-ფშაველას ფოტოსურათებისა და პირადი ნივთების გამოფენა გაიმართება

გამოწერა
გამოფენა ქართული ლიტერატურის კლასიკოსის 155 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ვაჟა-ფშაველას ფოტოსურათებისა და ხელნაწერების ხილვა იქნება შესაძლებელი  გამოფენაზე, რომელიც თბილისის გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება.  

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს აღადგენს

გამოფენა, რომელიც 2017 წლის 28 იანვრამდე გასტანს, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთავს ეძღვნება. გარდა ფოტოსურათებისა და საავტორო ხელნაწერებისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების იშვიათი გამოცემები და ასევე სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული მწერლის პორტრეტები.

გამოფენის სტუმრები ასევე იხილავენ სხვადასხვა ფერმწერის ილუსტრაციებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებისთვის შეიქმნა, აცახდებენ ორგანიზატორები.

ქართველი მწერალი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი (ფსევდონიმი — ვაჟა-ფშაველა) 36 პოემის, დაახლოებით 400 ლექსის, ასევე პიესების, მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების ავტორია. ქართული ლიტერატურის ისტორიაში ის შევიდა როგორც XIX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი.

ვაჟა–ფშაველა ქართული ლიტერატურის ბუმბერაზი წარმომადგენელია, რომლის ნაწარმოებებიც მსოფლიოს მრავალ, მათ შორის, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზეა თარგმნილი. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.

ყველა ახალი ამბავი
0