საქართველოს მთავრობა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს აღადგენს

© Правительство Грузииვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად სარემონტო სამუშაოებისა, მუზეუმი დამთვალიერებლების მიღებას არ წყვეტს.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სოფელ ჩარგალში, დიდი ქართველი შემოქმედის ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

სახლ-მუზეუმი, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, მრავალი წლის განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო.

ჩარგალში ვაჟაობა აღნიშნეს - Sputnik საქართველო
ჩარგალში ვაჟაობის დღესასწაული იზეიმეს

უკვე აღდგენილია სახლის სახურავი, მოეწყო ხის ახალი კონსტრუქციები და დაიფარა კრამიტის საბურველით; მოიხსნა ამორტიზებული აივნის სვეტები, მოაჯირები და ყველა ელემენტი შეიცვალა ახლით; ამაღლდა სახლის უკან არსებული ფლეთილი ქვით ნაგები საყრდენი კედელი; ახლიდან დაეგო სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული დამხმარე ნაგებობების სახურავი; ამჟამნად მიმდინარეობს აივნისა და ოთახების იატაკის რეაბილიტაცია, ასევე ცენტრალური შესასვლელის მოწყობა.

მიუხედავად სარემონტო სამუშაოებისა, მუზეუმი მუშაობას განაგრძობს. ის, ორშაბათის გარდა, ყოველდღე 10:00-იდან 18 საათამდე მუშაობს.

მუზეუმში წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ნივთები, პოეტის სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, პოეტისადმი მიძღვნილი ქანდაკებები და ფერწერული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0