თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ჩარგალში სახალხო დღესასწაული ვაჟაობა გაიმართა. ვაჟა–ფშაველას სახლ–მუზეუმში შეკრებილი ადამიანებისთვის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში ჩარგალში ჩასული სტუმრებისთვის ასევე მოეწყო გამოფენები, სპორტული ტურნირები და ტრადიციული სადღესასწაულო დოღი.
სახალხო ზეიმში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად მიიღო.
ვაჟაობა ჩარგალში ყოველწლიურად იმართება.