შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია გაიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliვლადიმერ ჩაჩიბაია
ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვლადიმერ ჩაჩიბაია შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად დანიშნა.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად  „ვაზიანის“ მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე   საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია გაიმართა.

გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძემ შეიარაღებული ძალების დროშა ახალ ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადასცა. სადღესასწაულო ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია, უწყების მაღალი რანგის პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„ჩვენ მადლობას ვეუბნებით გენშტაბის ყოფილ უფროს გენერალ ვახტანგ კაპანაძეს და სადღესასწაულო გარემოში მივესალმებით გენშტაბის უფროსს, გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას. ეს დღე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ერთად ვაყალიბებთ ქართული შეიარაღებული ძალების ინსტიტუციურ საფუძვლებს, მის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და მემკვიდრეობითობას“, — განაცხადა იზორიამ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიაბ თავის გამოსვლაში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მზადყოფნა გამოთქვა  ქართული არმიის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებისათვის. 

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენშტაბის ახალი უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთვის გადასაცემად, შეიარაღებული ძალების დროშას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აწვდის.
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენშტაბის ახალი უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთვის გადასაცემად, შეიარაღებული ძალების დროშას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აწვდის. - Sputnik საქართველო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენშტაბის ახალი უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთვის გადასაცემად, შეიარაღებული ძალების დროშას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აწვდის.

„ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია, მისი მოდერნიზება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება. მჯერა, რომ შეიარაღებული ძალების თითოეული წევრის საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით, პოლიტიკური ხელმძღვანელობის და საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით ჩვენ ჩამოვაყალიბებთ შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც შეუძლია დასახული ამოცანების შესრულება,“ — განაცხადა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.   

ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად ჩაჩიბაია დანიშნა
  

საქართველოს შეიარაღბული ძლების დროში გადაცემის ცერემონიის შემდეგ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა სამშაბათს ბრიგადის გენერლის ვლადიმერ ჩაჩიბაიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა. გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის უფლებამოსილება 22 ნოემბერს ამოიწურა. კაპანაძის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ განკარგულება პრეზიდენტმა ასევე სამშაბათს გამოსცა.

რაც შეეხება ვახტანგ კაპანაძეს, ის ნატოში საქართველოს მთავარი სამხედრო წარმომადგენელი იქნება.


 

 

ყველა ახალი ამბავი
0