თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. მამაკაცის მკვლელობის საქმეზე, რომელიც თბილისის ცენტრში გუშინ დანაწევრებული იპოვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
40 წლის მამაკაცის დანაწევრებული სხეული გუშინ ზურაბ ბოლქვაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს. პოლიციას მეზობლებმა მიმართეს, რომლებიც უსიამოვნო სუნმა შეაწუხა.
შსს-ში აღნიშნავენ, რომ მკვლელობა ოქტომბრის ბოლოს ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში მოხდა. მამაკაცებმა იჩხუბეს, ამის შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მსხვერპლს თავში ბლაგვი საგანი რამდენჯერმე ჩაარტყა. ამის შედეგად ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ორივე ბრალდებული ნასვამი იყო.
დანაშაულის დაფარვის მიზნით ბრალდებულმა ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა.
გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობას) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე პატიმრობას).