თბილისი, 6 ნოემბერი – Sputnik. საქალაქო სასამართლომ კვირას რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების გადაყვეტილება მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
შსს–მ გახსნა პირთა ჯგუფის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი. ქალბატონის მკვლელობაში ბრალი სამ ადამიანს — 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, 17 წლის გოგონასა და გარდაცვლილის 22 წლის ქალიშვილს ედება. კიდევ ორ ადამიანს დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი.
მკვლელობის შესახებ სამი კვირის შემდე გახდა ცნობილი, როდესაც ნათესავებმა ქალის გაუჩინარების შესახებ განაცხადეს. გამოძიების ვერსიით, ხნიერი ქალი თავისსავე ბინაში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი დიდი ჩანთით ერთ–ერთი ბრალდებულის დაქირავებულ ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ თბილისის გარეუბანში ნაგავსაყრელზე მიიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
მკვლელობის რიტუალურ ხასიათზე მეტყველებს ფოტომასალები, რომლებიც ეჭვმიტანილებს „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე ჰქონდათ განთავსებული, განუცხადა ჟურნალისტეს პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
მისი თქმით, პენსიონერი ქალის მხეცურად მკვლელობაში ერთ–ერთმა ბრალდებულმა აღიარა, რომ ასაკოვანი ქალის ორგანოები მისი დანაწევრების შემდეგ შეჭამა.