თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ უიშვიათეს თარგმანებს წარმოადგენენ

© photo: Sputnikშოთა რუსთაველი
შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე, ნაწარმოების პირველი გამოცემა (1712 წ.) და სხვა თარგმანები და ძველი გამოცემები.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. შოთა რუსთაველის უძველესი გამოცემები და უიშვიათესი თარგმანები სხვადასხვა ენაზე იქნება წარმოდგენილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.

ღონისძიება რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავს ეძღვნება. მრავალ თარგმანთან ერთად გამოფენის სტუმრები იხილავენ პოემის პირველ – 1712 წლით დათარიღებულ გამოცემას.    

ჯონ როკფელერი - Sputnik საქართველო
როკფელერის ცხოვრებაში შემოჭრილი „ვეფხისტყაოსანი“...
                            
გამოფენის გახსნას დაესწრება კორეის ელჩი კიმ ინ ვანი (Kim In Hwan), რომელიც ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემს „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ თარგმანს. ეს არის პოემის პირველი თარგმანი კორეულ ენაზე. თარგმანის ავტორია კორეის იონსეს უნივერსიტეტის პროფესორი ჩო იუ–კვანი (Cho Ju-Kwan), იუწყებიან ორგანიზატორები.

გამომცემლობა,,ნოტა ბენე’’ წარადგენს თავის ახალ უნიკალურ გამოცემას — “ვეფხისტყაოსნის მხატვრობა”. ეს არის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წიგნი-ალბომი, რომელშიც მე-19 საუკუნის ბოლოდან დღემდე 16 მხატვრის მიერ ამ პოემისათვის შესრულებული ილუსტრაციებია თავმოყრილი.

ღონისძიებაზე გაიმართება წიგნის „ვეფხისტყაოსანი — გრაფიკული რომანი“ პრეზენტაცია. სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელია მხატვარი პაპუნა დავითაია.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის პირველი ქართული გრაფიკული რომანი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტს 1500-მდე ილუსტრაციით და მინიმალისტური, თანამედროვე ტექსტით გვიყვება.

გარდა ამისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ფერადი, ილუსტრირებული სამაგიდო თამაში, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ახალგაზრდა ფილოლოგი და კინომცოდნე ლევან გელაშვილი. ნახატები თამაშისთვის შექმნა მხატვარმა ნინო გელაშვილმა. გამოფენაზე მოსულ ნებისმიერ დამთვალიერებელს საშუალება ექნება, თავად გააგოროს კამათელი და პოემის აფორიზმების ცოდნასთან ერთად გამოსცადონ საკუთარი იღბალი.

ყველა ახალი ამბავი
0